საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს.
მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. აღნიშნულს გამოეხმაურა ცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და თქვა, რომ პაპუაშვილი ავადაა:
„ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს. ამ საკითხს ალბათ ბატონი შალვა თავად უპასუხებს. მე მგონი ავად არის შალვა!“