„მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო და ქართული საზოგადოების დახმარების გარეშე ცოცხალი ვერ გადარჩება…” – ნიკა გვარამია

„მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო და ქართული საზოგადოების დახმარების გარეშე ცოცხალი ვერ გადარჩება..." - ნიკა გვარამიამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი შესაძლოა, უმძიმესი აღმოჩნდეს.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, პირადად ჩემთვის, არამხოლოდ როგორც ადვოკატისთვის, ამ ყველაფრის ყურება უკვე შეუძლებელია. მე მოვუწოდებ ყველას კეთილგონიერებისა და ყველაფრის გაკეთებისკენ, რაც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. სიტყვა ყველაფერში ვგულისხმობ ყველაფერს, ყვე-ლა-ფერს. მიხეილ სააკაშვილი გარედან სიტუაციის გადაწყვეტის გარეშე (გარედან ვგულისხმობ საერთაშორისო საზოგადოებასაც და ციხის გარეთ მყოფ ქართულ საზოგადოებასაც), ცოცხალი ვერ გადარჩება. თუ ჩვენ გვინდა, რომ წავუყრუოთ ამას, აი, გეუბნებით და მერე არ თქვათ, რომ არ გაგიგიათ.

ვითხოვ მის გადარჩენას, ამის ფორმებთან დაკავშირებით, საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა. აქ, ამ ვითარებაში, ეს ადამიანი ცოცხალი ვერ გადარჩება. სასულიერო პირებს ზოგადად ჩემი გაგება, გააზრება ქრისტიანობის და ზოგადად ყველა რელიგიის, რომელიც სიკეთეს ემსახურება არის, რომ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი ღირებულება და ფასეულობა. მით უმეტეს, უსამართლოდ დევნილთა რომ არის ცათა სასუფეველი, უნდა იცოდნენ ეს ჩვენმა სასულიერო პირებმა.

სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო (ვგულისხმობ საპატრიარქოს, ადმინისტრაციას და არა ქართულ ეკლესიას) ყველაფერი სიკეთის მქადაგებელი ორგანიზაციის გარდა. ეს არის რუსეთის მე-5 კოლონა, დღეიდან ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით არ ლაპარაკობენ. ან ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ეს არის რუსული მე-5 კოლონა,რომელსაც ყველაფერი რაც რუსეთს ეწინააღმდეგება, მიაჩნია პერსონალურ მტრად. ამაში უკრაინის ავტოკეფალიაც შედის და მიხეილ სააკაშვილიც, როგორც პუტინის პირადი პატიმარი”,- ამბობს ნიკა გვარამია.