„მივიღეთ მეორე ნავალნი,  სააკაშვილი გარკვეული ტოქსინებით არის მოწამლული“ – კლინიკების ასოციაცია

„მივიღეთ მეორე ნავალნი,  სააკაშვილი გარკვეული ტოქსინებით არის მოწამლული“ - კლინიკების ასოციაციაკლინიკების ასოციაციების ხელმძღვანელმა ვილი პაჭკორიამ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მედიკოსების ჩანაწერების მიხედვით მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა აჩენს ეჭვს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მწვავე ინტოქსიკაცია მიმდინარეობს:

“მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი მოწამლულია გარკვეული ტოქსინებით, ვისი, ან რისი მიზეზით არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დღეს საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე”- აღნიშნა პაჭკორიამ.

ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირის მანძილზე დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მაღალკვალიფიციურ კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმები იძულებული გახდებიან, პროტესტს მიმართონ.