მშობლების მოკვლისთვის დაკავებული გიორგი ბეროზაშვილი რუსთავში გამომძიებლად მუშაობდა

მშობლების მოკვლისთვის დაკავებული გიორგი ბეროზაშვილი რუსთავში გამომძიებლად მუშაობდამშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის და­ნა­შა­ულს სრუ­ლად აღი­ა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლის კი­თხვის, ცნობ­და თუ არა თავს დამ­ნა­შა­ვედ, სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ბე­რო­ზაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის და­კა­ვე­ბამ­დე რუს­თავ­ში უბ­ნის უფ­როს გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და.

“სრუ­ლად ვა­ღი­ა­რებ და ვე­თან­ხმე­ბი ბრალ­დე­ბას”, – გა­ნა­ცხა­და ბე­რო­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ვა­ზი­სუ­ბან­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი 27 აპ­რილს მოხ­და, რო­მელ­საც წინ მკვლე­ლო­ბა უძღვო­და. შსს-ს ცნო­ბით, 30 წლის გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა მძი­ნა­რე მშობ­ლე­ბი ჯერ მოკ­ლა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ზაზა ბე­რო­ზაშ­ვი­ლი­სა და ლალი თა­ვა­ძის ცხედ­რებს, რომ­ლე­ბიც ხან­ძრის შემ­დეგ იპო­ვეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და მი­ი­მა­ლა. გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, და 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამბები