ნედ პრაისი – “ეს იქნება უკრაინის გამარჯვება”

ნედ პრაისი - "ეს იქნება უკრაინის გამარჯვება"ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა BBC-ის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობის მძიმე იარაღს, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის გაგზავნა ზუსტად იმისა, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ, რომ რუსული აგრესიისგან თავი დაიცვან“.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვევიან.

იპნ