ნიუ-იორკის 36-ე ქუჩის მეტროსადგურში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით დაჭრილია სულ ცოტა 13 ადამიანი. ბრუკლინში ეს ტერიტორია „სანსეტ პარკის“ რაიონად არის ცნობილი. მეტროსადგურში აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ამერიკის ხმა