ბრუკლინის მეტროში მომხდარი თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, 10 ადამიანის მისამართით სროლისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა 62 წლის ფრენკ ჯეიმსი მანჰეტენის ისტ ვილიჯის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
თავდასხმისთვის ძებნილი მამაკაცის დაკავება, პრესკონფერენციაზე საუბრისას, ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმაც დაადასტურა.