„ომი უკვე უბედურებაა, რომ დაიწყო ომი, ეს უკვე დამარცხებაა, იმიტომ, რომ ომი არ უნდა იყოს, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო, მაგრამ შედგა და ახლა უბედურებაში არის და ამას ყველა ვუყურებთ”. – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ელისო ბოლქვაძემ ლელოს დეპუტატის, დეა მეტრეველის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე დასმულ კითხვას.
ლელოს დეპუტატმა კომიტეტის თავჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ გაუკეთებია მას პირადად, ან კომიტეტის სახელით უკრაინის მხარდამჭერი განცხადება.
„ეს არის უბედურება, რასაც ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ. ამდენი ბავშვი და ამდენი ადამიანი იღუპება. ეს არის საშინელი ტრაგედია და ამაზე მე საჯაროდ მაქვს ძალიან მწვავე რეაქცია იმ ადამიანებზე, ვისაც უნდათ, ეს გამოიყენონ, როგორც მასალა იმისთვის, რომ ვიღაცა ვიღაცას დააპირისპირონ”. – თქვა ბლოქვაძემ
კითხვაზე, თვლის თუ არა ბოლქვაძე, რომ ეს არის უკრაინის დამარცხება, დეპუტატი არ ასახელებს, თუ ვის გულისხმობს დამარცხებულად და ამბობს, რომ ეს არის იდეური დამარცხება
„იდეური დამარცხებაა, იმის, რომ ამდენი ადამიანი ნადგურდება, არ უნდა მისულიყო აქამდე, არსებობს მოლაპარაკებები. ვთვლი, რომ ომი არის უბედურება”. – ამბობს ბოლქვაძე.