თბილისში 32 წლის კაცი მოკლეს – შემთხვევა გვიან ღამით ორთაჭალაში მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმაა.
საქმეზე დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი.
მომხდარზე დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.
მოკლული ხელოსნად მუშაობდა.

