უნდა აქონ კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, უნდა აძაგონ სააკაშვილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გადაიზიაროს განცხადებები, უკრაინის წინააღმდეგ – “ქართული ოცნების” შიდა სამზარეულო პირდაპირ, “შაბათის გუნდის” ლანგარზე დევს – მმართველი პარტიიდან შიდა მიმოწერების ახალმა პაკეტმა გამოჟონა.
გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია კობახიძე-ღარიბაშვილის იდეოლოგების მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემული ბრძანებები.
“შაბათის ეთერმა” მინიმუმ 50 ფიგურანტის მიმოწერა მოიპოვა, უკანონოდ გაცემული ბრძანებებით დგინდება, რომ მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს აიძულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ აქონ და ადიდონ “ქართული ოცნება”.
ხალხს, ვისაც მმართველი პარტია აიძულებს, რომ საჯაროდ სიყვარული აუხსნან, აქონ, ადიდონ, წერონ, რომ მათნაირი კარგი ხელისუფალი საქართველოს არ ღირსებია, მათნაირი ნიჭიერი ლიდერები მსოფლიოში სანთლით საძებარია, ეს ყველაფერი მობეზრდა და “შაბათის ეთერს” ე.წ. შიდა ჩატების ფოტომასალა გამოუგზავნა.
ამ ყველაფრის გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდი ვირტუალურ რეალობას ქმნის, რომ თითქოს მათი საქმიანობით ყველა კმაყოფილია – საჯარო მოხელეებს კომენტარების წერის დირექტივას აძლევენ.
მაკა ჩიხლაძის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებიდან დგინდება ისიც, როგორ უხდიან ამაში ფულს ხალხის ჯიბიდან და როგორი მოჩვენებითია ის მხარდაჭერა და სიყვარული, რომლითაც ვირტუალურ რეალობაში მმართველი პარტია ამაყობს.
ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში ირაკლი არიბაშვილის, ირაკლი კობახიძისა და ოცნების სხვა ლიდერების ფოტოსურათების ქვეშ დადებული ქება-დიდება ფულისა და თანამდებობის სანაცვლოდ ხდება, ყველაფერი, რასაც წერენ, მათი ნააზრევი არ არის.
ტვ პირველი