ფსბ-მ ლუგანსკის შს მინისტრი დააკავა

ფსბ-მ ლუგანსკის შს მინისტრი დააკავარუსულმა ფსბ-მ დააკავა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი”, ფრონტზე წარუმატებლობის გამო დააკავა  – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. “მინისტრი”, გენერალ-მაიორი კორნეტ იგორ ალექსანდროვიჩი როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

“ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შს მინისტრის “დაკავებამ” უშიშროების ძალებისა და “რესპუბლიკის” პოლიტიკური ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია – აცხადებენ დაზვერვაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ქალაქების დაბომბვა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი დამცველების ბრძოლა რუს ოკუპანტებთან დონბასისთვის, რამდენიმე დღეა აქტიურ ფაზაშია. რუსებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში.

“რუს ოკუპანტებს სურთ 9 მაისამდე მიაღწიონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს, ასევე შეინარჩუნონ „სახმელეთო დერეფანი“ ოკუპირებულ ყირიმამდე” – აცხადებს უკრაინის თავდაცვა.

მთავარი