ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდასთან მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი მძიმედ დაშავდნენ. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იპნ