ქობულეთის ვიცე მერმა სამორინეში 28 ათას დოლარიანი მანქანა მოიგო

ქობულეთის ვიცე მერმა სამორინეში 28 ათას დოლარიანი მანქანა მოიგოქობულეთის ვიცე-მერმა სამორინეში 28 ათას დოლარიანი მანქანა მოიგო. ფაქტს დავით ვერულიძე “პირველებთან” ადასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ პრიზი მამისაა.

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნმა ძვირადღირებული ავტომობილის მოგება 2022 წლის  ქონებრივ დეკლარაციაშიც ასახა.

– მაშინ, როცა მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი, გასართობად გაკეთდა ფსონი ტოტალიზატორში, ტექნიკურად დავეხმარე მაშინ მამას, ეს იყო და ეს და ძალიან შემთხვევით მოცემულ ბილეთზე გათამაშდა ავტომობილი, რომელიც მოგვიწია ჩვენ. გაიყიდა ავტომობილი და ძალიან ღიად და კანონიერად დადეკლარირდა ეგ ამბავი, – ამბობს დავით ვერულიძე.
ოპოზიციაი ამბობენ, რომ დაუშვებელია, საჯარო მოხელეების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.

ტვ პირველი