რატომ თქვა უარი პუტინმა “აზოვსტალის” შტურმზე – რას აცხადებს ბრიტანული დაზვერვა

რატომ თქვა უარი პუტინმა “აზოვსტალის” შტურმზე – რას აცხადებს ბრიტანული დაზვერვაბრიტანული დაზვერვა განმარტავს მიზეზს, რატომ თქვა უარი პუტინმა „აზოვსტალის” შტურმზე და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთზე შეტევისთვის აგროვებს ჯარებს და  სრულმასშტაბიანი სახმელეთო იერიში ქარხანაზე, სავარაუდოდ, გამოიწვევს მნიშვნელოვან დანაკარგებს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს საბრძოლო ეფექტურობას.

უწყების ინფორმაციითვე, მასიური დაბომბვა გრძელდება დონბასის აღმოსავლეთით, რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას, მათ შორის პოპასნაიასკენ. მათივე ცნობით, რუსეთს თავის გაფუჭებული ტექნიკა სარემონტოდ, რუსეთში გაჰყავს.

შეგახსენებთ, პუტინმა აზოვსტალზე შტურმის გაუქმების ბრძანება გუშინ გასცა, თუმცა ბრძანა, რომ გააძლიერონ მისი ბლოკადა ისე, „ბუზიც ვერ შეფრინდეს”.