როგორ ვმართოთ ფინანსები კომპანიაში უკეთ

როგორ ვმართოთ ფინანსები კომპანიაში უკეთკომპანიის მართვისას ნებისმიერი მენეჯერი უამრავი მცირე თუ დიდი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროს ეხება ეს. ასეთ დროს, გადაწყვეტილებაზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენ, თუმცა ფინანსური ნაწილის კარგად აწონ-დაწონვა ყოველთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი, რადგან ამის გარეშე გათვლილი რისკები შეიძლება კრიტიკულად დამაზიანებელი აღმოჩნდეს. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია თითოეული პრიორიტეტის კარგად დალაგება და შესაბამისად გადანაწილება, მომდევნო ნაბიჯის დაგეგმვა, რისკების გათვლა და უზუსტობების გამორიცხვა. როგორც წესი, შედეგის წინასწარ ზუსტად განსაზღვრა სულაც არაა მარტივი, თუმცა მიახლოებით მაინც შესაძლებელია მისი გათვლა. მიახლოებითი შედეგები ხშირად გაზომვადია, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ემპირიულ ცოდნას, სხვადასხვა კვლევებს, გამოცდილებას, როგორც მიკრო, ასევე მაკრო გარემოს და ზოგჯერ ინტუიციასაც კი. საუკეთესო შედეგის დასადებად აუცილებელია მოლოდინების სწორად გათვლა და ალტერნატიული შედეგის დადგომისთვის მზაობა. ყოველი ასეთი გადაწყვეტილება ფინანსებზე აუცილებლად აისახება, შესაბამისად აუცილებელია ეს სფერო სწორად დალაგებული იყოს.

თანამედროვე რეალობაში, როდესაც ტექნოლოგიური წინსვლა თუ ინოვაციების დანერგვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და სულაც აღარ გვაოცებს, ინოვაციები ინერგება სხვადასხვა მიდგომებშიც, განურჩევლად სფეროსი, სადაც უფრო მეტად ვითარდება და შემოდის სიახლეები. დღეს უკვე ნებისმიერი ადამიანი, მენეჯერი თუ ადამიანი მენეჯერი მუდმივად ცდილობს აითვისოს ყველა სიახლე, არსებული მიდგომა გადააფასოს და გამოიჩინოს ისეთი ინიციატივა, რომელიც საქმიანობას უფრო მეტად კომფორტულს გახდის და გააუმჯობესებს მას. კონკურენციის პირობებში სიახლეების მარტივი მიმღებლობა და ცვლილებებზე ადაპტირება ერთი-ორად ზრდის წარმატების პროცენტულ შანსს, მაშინ, როდესაც ტრადიციულ მიდგომებს ჩაბღაუჭება კომპანიებს ხშირად ძვირადაც უჯდებათ ხოლმე. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული საქციელია ინოვაციური მიდგომების ყოველდღიურობაში დანერგვაც.

ნებისმიერი კომპანიისთვის ასეთი გადაწყვეტილებაა სხვადასხვა სფეროების აუთსორსზე გატანა, განსაკუთრებით საგულისხმო კი ბუღალტერიაა, რადგანაც ეს უკანასკნელი კომპანიის ხერხემალს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ეს სფერო კარგად იყოს წარმოებული, აუცილებელია კარგი ბუღალტრული კომპანიის არჩევა, ვისაც აქვს უზადოდ კარგი ფინანსური სერვისები და ვისაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის კომპანიას გაუწიოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. ასეთი ტიპის მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანი სტარტაპებისთვისა და ახალი ბიზნესებისთვის შეიძლება იყოს, მათთვის, ვინც უკვე გადალახა საწყისი ეტაპი და უკვე მზად არის განავითაროს საკუთარი წარმოება თუ მომსახურება.

ბუღალტრული კომპანია როდესაც ჩაიბარებს პარტნიორი კომპანიის ფინანსებს, მისი სპეციფიკის გაცნობის შემდეგ აუცილებლად ეცნობა და ამოწმებს წინა პერიოდის ანგარიშებს, რათა დაადგინოს სადმე რაიმე სახის ხარვეზს ხომ არ აქვს ადგილი, ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში კი უცილობლად შეაქვს შესაბამისი შესწორებები. აუთსორს კომპანია ისეთ საკითხებს იღებს საკუთარ თავზე, როგორიცაა საგადასახადო ვალდებულებები და მათი კონტროლი, ჭკვიანური გამოქვითვები, ინვოისების კონტროლი, დროული ბილინგი. ამას გარდა, მეგობარ კომპანიებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბუღალტერიის უმაღლეს დონეზე მცოდნე პროფესიონალების კონსულტაციით ნებისმიერ ფინანსურ საკითხზე, დასვან კითხვები, მიიღონ მათი რჩევები დღის ნებისმიერ მონაკვეთში და მოისმინონ ექსპერტების აზრი. ფინანსური სერვისები მოიცავს ყველა იმ საჭირო ნიუანსებს, რომელიც ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დალაგებული იყოს.