რომან აბრამოვიჩი კიევში არ ყოფილა

რომან აბრამოვიჩი კიევში არ ყოფილარომან აბრამოვიჩი არ იმყოფება კიევში და იქ არ ყოფილა უახლოეს პერიოდში,- ამის შესახებ რუსი ბიზნესმენის წარმომადგენელმა გამოცემა РБК-სთან, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტა.

„არა, ეს არასწორი ინფორმაციაა – აბრამოვიჩი არ იმყოფება კიევში და უახლოეს პერიოდში იქ არ ყოფილა“, – განაცხადა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ბლუმბერგმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კიევში ჩასვლის შემდეგ აბრამოვიჩი უკრაინელ დიპლომატებს შეხვდა, რათა მათთან ერთად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლო გზები განეხილა. მედიასაშუალების განმარტებით, რუსი ოლიგარქი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დიდი ხნის განმავლობაში არის დაკავშირებული, რუსეთსა და უკრაინას შორის არაფორმალური მედიატორის როლს ასრულებს.

იპნ