„რუსებმა ჩერნობილში, ტყეში მიწების თხრა დაიწყეს, სადაც მიძინებული ატომია“ – გრიგოლ ქათამაძე

„რუსებმა ჩერნობილში, ტყეში მიწების თხრა დაიწყეს, სადაც მიძინებული ატომია“ - გრიგოლ ქათამაძერუსებმა ჩერნობილში, ტყეში მიწების თხრა დაიწყეს, სადაც მიძინებული ატომია, რაც სახიფათო თამაშია. როდესაც ჩერნობილის აფეთქება მოხდა 30 წლის წინ, იქ არის 30 კილომეტრიანი ზონა, სადაც ე. წ. სტალკერებიც კი არ შედიოდნენ. საბედნიეროდ რუსი ჯარისკაცები უკვე გაიყვანეს იქიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„ზელენსკი პრაქტიკულად ყოველდღიურად მიმართავს ევროპულ და არა მარტო ევროპული ქვეყნების პარლამენტებს. თუ მიაქციეთ ყურადღება, მან იგივე ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ ჩვენ ვითხოვდით საჰაერო სივრცის გადაკეტვას, კარგი ეს არ გააკეთეთ, მაგრამ 20.000 ტანკი და საფრენი აპარატი გაქვთ და ერთ რამეს გთხოვთ, აქედან მხოლოდ 1% დაგვითმოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ გარდატეხა მოვახდინოთ ამ ომის მსვლელობაშიო. სიმართლე გითხრათ, სანამ მშვიდად მაცხოვრებელი ევროპა და მაძღარი ევროპა (მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის) ფიქრობს, უკრაინამ პრაქტიკულად უკვე გარდატეხა მოახდინა. იმიტომ, რომ კიევის გარეუბნებიდან პრაქტიკულად უკვე განდევნეს ეს აგრესორი. უამრავი სოფელი და პატარა ქალაქები გაათავისუფლა უკრაინის ჯარმა კიევის მიდამოებში.

ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობდნენ რუსები, როდესაც პირველივე დღეებში შეიჭრნენ ჩერნობილის ზონაში და არა მარტო იმიტომ, რომ დაიკავეს ჩერნობილის ატომური სადგური, რომელიც გათიშულია, არამედ იმიტომაც, იქ ტყეებში მიძინებული ატომია და იქ დაიწყეს მიწების თხრა. მესმის, რომ თავის ჯარისკაცებს არ უფრთხილდებიან, მაგრამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უამრავი დაავადებული ჯარისკაცი მიიყვანეს ბელარუსის ჰოსპიტლებში. როდესაც ჩერნობილის აფეთქება მოხდა 30 წლის წინ, იქ არის 30 კილომეტრიანი ზონა, სადაც ე. წ. სტალკერებიც კი არ შედიოდნენ. აქ შეიყვანეს რუსი ჯარისკაცები. საბედნიეროდ უკვე გაიყვანეს იქიდან,” – განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ.