ხარკოვის ოლქში რუსმა სამხედროებმა აწამეს და დახვრიტეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც სამხედრო მედიკოსი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, სერგეი ბოლვინოვი ავრცელებს.
მისი თქმით, გარდაცვლილს მუხლები აქვს დახვრეტილი.
„სოფელ გუსარივკაში იპოვეს 27 წლის კაცის ცხედარი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მედიკოსის რანგში მონაწილეობდა. მას სხეულზე აქვს მრავლობითი დაზიანებები, დახვრეტილი აქვს მუხლები და ტერფები, აქვს თავის ტვინის დაზიანება და მოხვედრილი აქვს ტყვია გულმკერდის არეში, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია“, – წერს ბოლვინოვი.