სარატოვის რაიონში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა – ამის შესახებ პროპაგანდისტული TASS-ი საგანგებო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ვერტმფრენები სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. ერთი მათგანი ეკუთვნოდა სამხედრო ბაზას სოფელ სოკოლოვოში.
შეჯახების შემდეგ ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება მესამეს – მის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
მეორე ვერტმფრენმა, სავარაუდოდ, სოფელთან ახლოს აეროდრომზე დაბრუნება შეძლო.
ავარიის მიზეზად რუსეთის ხელისუფლება ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.