საბერძნეთში, შაბათს 20:00 საათზე 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გადმოცემის თანახმად, 5 ბალიანი მიწისძვრა დღეს კუნძულ კითირას, ზღვის ტერიტორიაზე მოხდა.
გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი, კითირას დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით 46 კილომეტრში იყო.