“სახლში მარტო ვცხოვრობ” _ ნუცა ბუზალაძე დუბაიში გადავიდა

"სახლში მარტო ვცხოვრობ" _ ნუცა ბუზალაძე დუბაიში გადავიდანუცა ბუზალაძე ამჟამად დუბაიში იმყოფება. მომღერალს იქ უკვე სახლი აქვს და დუბაის თეატრში კონცერტებზე გამოდის. ახლახან მან ლეგენდარული ჯგუფის „ჯიფსი ქინგსის“ სოლისტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ არასდროს ეგონა, თუკი მისი საყვარელი ჯგუფის წევრები მისი სიმღერით ისიამოვნებდნენ.

ნუცა ბუზალაძე ფორტუნას თავისი ამჟამინდელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.

_ „ჯიფსი ქინგსს“ წინა დღეს კონცერტი ჰქონდა დუბაის ოპერაში. მეორე დღეს კი დავპატიჟეთ ჩვენს საღამოზე თეატრში, სადაც თავადაც შეასრულეს ორი სიმღერა. ჩემი სიმღერა რომ მოისმინეს, გაგიჟდნენ, ფეხზე ამდგრები მისმენდნენ და ოვაციები დიდხანს არ გაჩერდა.

ასე მითხრეს, შენს ხმაზე დაგვბურძგლაო. ძალიან კარგი საღამო იყო.

სახლში ვერ გადავდიოდი, რადგან რეზიდენტობა უნდა მქონოდა. ბოლო ერთი თვეა, მივიღე რეზიდენტობა და ახლახან გადავედი სახლში, სადაც მარტო ვცხოვრობ.

ძალიან რთულია, მაგრამ სულ მინდოდა, ეს გამოცდილება მქონოდა და ვფიქრობ, რომ გავიზრდები. სხვადასხვა გამოწვევას უფრო დამოუკიდებლად შევხვდები. წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყანაში მარტო ვარ, მაგრამ გამიმართლა იმაში, რომ აქ ჩემი საუკეთესო დაქალი ცხოვრობს უკვე რვა წელია და ყველაფერში ჩემ გვერდითაა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.

ასევე აქ გავიცანი ძალიან კარგი ქართველი, ელენი, ვისთანაც დავმეგობრდი. ჩვენი ელჩი ძალიან კარგი ადამიანია და ისიც გავიცანი. ასევე ვმეგობრობ თამარა მაჭავარიანთან, რომელიც აქ მცხოვრები წარმატებული ქართველია და ხშირად ბევრ ადგილას ერთად დავდივართ.

ფორტუნა