მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხმების 58,2 პროცენტით ლიდერობს.
მისი მეტოქე, “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენია, რომელსაც წინასწარი პროგნოზით, ხმების 41,8 პროცენტი აქვს.
საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება საფრანგეთის პირველი პირი მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
იპნ