საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
DW-ს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საფრანგეთის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი კვლევის თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე დაამარცხა.
ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.
იპნ