ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მიშელი „ტვიტერზე“ აქვეყნებს.
„თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – წერს მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც კიევში, რკინიგზის სადგურზეა გადაღებული.
იპნ