შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათუნას ჯანმრთელობაში დადებითი დინამიკაა

შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათუნას ჯანმრთელობაში დადებითი დინამიკაა8 წლის დათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, შედარებით სტაბილურია. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში აცხადებენ.

„ბავშვს შემოყვანისას დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის არე, მუცლის ღრუ, ამპუტირებული აქვს მარჯვენა ფეხის კიდური და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება“, – ამბობენ კლინიკაში.

ცოტა ხნის წინ ბავშვის დედამ მორიგი მიმართვა გაავრცელა და ადამიანებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს დედიკო გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ყველა შენთვის ლოცულობსთქო დარწმუნებული ვარ ესმის და სიამოვნებს ხალხნო ვერ აღგიწერთ, როგორ მაძლიერებს თქვენი ასეთი გვერდში დგომა და ამდენი ყურადღება უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და კეთილი სიტყვებისთვის მე მჯერა რომ სასწაულები ხდება“, – წერს დაშავებული მოზარდის დედა.

პრაიმ ტაიმი