შარტავაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის ბავშვი ისრაელში გადაიყვანეს

შარტავაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის ბავშვი ისრაელში გადაიყვანესთბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის ბავ­შვი ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, ბავ­შვი ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­სულ ექი­მებს დი­ლით ჩა­ა­ბა­რეს, რომ­ლებ­მაც ბავ­შვი ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დი­ნა­მი­კა და­დე­ბი­თი იყო. ის კვლავ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

“მდგო­მა­რე­ო­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი იყო, თუმ­ცა ზო­გა­დი ში­ნა­არ­სით, რა თქმა უნდა, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, იმი­ტომ რომ ბევ­რი ეტა­პია ამ ბავ­შვთან გა­სავ­ლე­ლი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი კუ­თხი­თაც. ძი­რი­თა­დად, მენჯ-ბარ­ძა­ყის რე­კონ­სტრუქ­ცია არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ბავ­შვი ისევ მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა”, – აღ­ნიშ­ნა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, მაკა თევ­ზა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 8 წლის ბავ­შვს ავ­ტო­მო­ბი­ლი 31 მარტს, დი­ლით და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბულს რამ­დე­ნი­მე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მას მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

ამბები