„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა…” – დავით არახამია

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა..." - დავით არახამიარუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „სლუ­გა ნა­რო­დას“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ გან­მარ­ტა, რა­ტომ არ შეხ­ვდა კი­ევ­ში ჩა­სულ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ას.

რო­გორც ამ­ბობს, მათი გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ეს სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა. მი­სი­ვე თქმით, დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნას მხარს ფა­სა­დუ­რად უჭე­რენ.

„იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, რაც მათ გა­ა­კე­თეს, სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ­დი აზრს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვის. ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვე­დი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მათი პო­ზი­ცია. მა­ნამ­დე ვკი­თხუ­ლობ­დი ჩვე­ნი სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბას, ვნა­ხუ­ლობ­დი ვინ რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია იმის­თვის ჩა­მო­ვი­და, რომ ბუ­ჩას ფონ­ზე ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო, ერთ-ორი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვა ეთ­ქვათ და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ამ პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი.

და იმის­თვის რომ რე­ა­ლუ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, უნდა და­იც­ვა ის სან­ქცი­ე­ბი, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო რუ­სეთს ადებს. მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რი ამ­ბობს, რომ ჩვენ არ გვინ­და რუ­სებს ან­გა­რი­შე­ბი გა­ვუხ­სნათ ბან­კშიო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­კე­ბი მათ სი­ა­მოვ­ნე­ბით უხ­სნი­ან ან­გა­რი­შებს. ხოლო რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ხსნი­ან და არე­გის­ტრი­რე­ბენ ბიზ­ნე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში” – აღ­ნიშ­ნა არა­ხა­მი­ამ „მთა­ვარ არხთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 9 დე­პუ­ტა­ტის­გან შემ­დგა­რი დე­ლე­გა­ცია, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, უკ­რა­ი­ნა­ში 16 აპ­რილს ჩა­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის დე­ლე­გა­ცი­ა­ში, ვიცე-სპი­კე­რე­ბი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, და­ვით სერ­გე­ენ­კო, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ბექა ოდი­შა­რია, ასე­ვე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი: ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე და გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი შე­დი­ოდ­ნენ.