მამაკაცი, რომელმაც შუხუთის ლელოში მიიღო მონაწილეობა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს.
„გურია თუდეის“ ცნობით, ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკასთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ახლობლები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ადგილობრივის თქმით, მამაკაცი სახლში მისვლის შემდეგ გახდა შეუძლოდ და ახლობლებმა მსუბუქი ავტომობილით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ კლინიკაში უთხრეს, შუა ხნის კაცი კლინიკაში მიყვანის მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო.
ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის მძღოლმა განაცხადა, რომ მათ ეს გამოძახება არ მიუღიათ და იმავე დროს „მედალფას“ კლინიკაში სხვა პაციენტი გადაჰყავდათ.
ასევე ცნობილია, რომ კიდევ ერთი დაშავებული მიხეილ ჩახავას სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პრაიმ ტაიმი