SOLO მომხმარებლებს მობილ ბანკში ახალ პერსონიზირებულ ფუნქციონალს ”Lifestyle Chooser”-ს სთავაზობს

SOLO მომხმარებლებს მობილ ბანკში ახალ პერსონიზირებულ ფუნქციონალს ”Lifestyle Chooser”-ს სთავაზობსSOLO მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად პერსონიზირებული შეთავაზებები გავუკეთოთ SOLO-ებს, მობილბანკს ახალი ინოვაციური ფუნქციონალი – “Lifestyle Chooser”-ი დაემატა.  მისი დახმარებით, მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს მისთვის ყველაზე რელევანტური, ყველა Lifestyle (არასაბანკო) შეთავაზების ნახვას.

Lifestyle Chooser-ი ორი საფეხურისგან შედგება:  მომხმარებელი საკუთარი ინტერესის მიხედვით ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს 8 კატეგორიასა და 50-მდე ქვეკატეგორიას. რის შედეგადაც, მობილბანკში, შეთავაზებების გვერდზე იღებს კონკრეტულად მასზე მორგებულ, ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს. SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა მიმართულების შეთავაზებით ისარგებლონ და SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური ბენეფიტები მიიღონ. ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის: https://mbank.bog.ge/8dSN

“Lifestyle Chooser”-ისთვის 8 მთავარი კატეგორიის შესაბამისი გემოსა და არომატის მიხედვით შოკოლადების კონცეფციაც შეიქმნა, რომელზეც სააგენტო JWT მეტრომ იმუშავა.  აღნიშნული კატეგორიებია: გართობა და კულტურა; სპორტი და ჯანმრთელობა; შოპინგი და მოდა; დასვენება და მოგზაურობა; სახლი და ოჯახი; განათლება; ავტომობილები და გასტრონომია.

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ https://bit.ly/3ukeNv0

„იმისათვის, რომ მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო პერსონიფიცირებული და მათ ცხოვრების სტილზე მორგებული გაგვეხადა, მობილბანკში ახალი ფუნქციონალი – Lifestyle Chooser ჩავაშენეთ. აღნიშნული ფუნქციონალის უკან მანქანური დასწავლის ალგორითმები დგას, რომელიც მომხმარებელს მისი ავთენტური სურვილების შესაბამისი, პერსონიფიცირებული შეთავაზებებით უზრუნველყოფს. Lifestyle chooser-ი 8 მთავარი კატეგორიისგან შედგება, რომელიც ჩვენი მომხმარებლების თითქმის ყველა ინტერესის სფეროს აერთიანებს. დარწმუნებული ვართ, Lifestyle Chooser-ი მომხმარებელს მისთვის კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლის აღმოჩენაში დაეხმარება“, – აცხადებს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.