ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, გველების მომრავლების გამო, საჯარო სკოლა მეორე კვირაა დისტაციურ საწვლებაზეა გადასული.
მასწავლებლების თქმით, ქვეწარმავლები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შემოდიან. მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, სწავლა დისტანციურად ტარდება.
„საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში შემოდიან. ძველი სკოლაა და შეიძლება საძირკველში არიან. ეზოშიცაა, კედლებზეც. სხვადასხვა ჯიშის ოჯახები არიან, ერთმანეთში არიან გადახლართულები. 10 წელია აქ ვარ, კბენის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ეშინიათ ბავშვებს”, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან” ქართული ენის მასწავლებელი, გულნაზი ჩილინგარაშვილი.
მისივე თქმით, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლაში საწავლო პროცესი შენობის და ეზოს შემწამვლის შემდეგ განახლდება.
სამების საჯარო სკოლაში 13 მოსწავლეა.