ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში გეოლოგები მუშაობენ – სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რა იწვევს საცხოვრებელი სახლების დაზიანებას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მათი განცხადებით, ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დაზიანებულია, დროებით ალტერნატიულ საცხოვრებლებში იცხოვრებენ, ხარჯებს კი ჭიათურის მერია გაიღებს. ასევე, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს.
ითხვისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში”. სპეციალური მმართველის განცხადებით, ისინი აქტიურად არიან ჩართულები მოსახლეობის უსაფრთხოდ სხვა საცხოვრისში გადაყვანის უზრუნველყოფაში.
სოფელში, ამ დროისთვის, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული 17 სახლი, ეს ოჯახები კი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე ახლა სპეციალისტები მუშაობენ.
რუსთავი 2