უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა, მას 6 შვილი დარჩა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა, მას 6 შვილი დარჩამოხალისეთა ბატალიონ “კარპატსკა სიჩიმ”ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.

მათი ცნობით დაღუპულია, ამავე ბატალიონის მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, რომელი 23 აპრილს ხარკოვის ოლქში, იზიუმში ბრძოლისას დაიღუპა, თუმცა ინფორმაცია 26 აპრილს გასაჯაროვდა.

მათივე ცნობით, ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა.

მას მეუღლე და 6 შვილი დარჩა.

ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.