უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 18 ათასამდე სამხედროს შეადგენს.
ასევე, გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 644 ტანკი, 1 830 ჯავშანტრასპორტი, 325 ერთეული საარტილერიო სისტემა, 54 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 143 თვითმფრინავი, 134 შვეულმფრენი, 7 ერთეული საზღვაო ხომალდი და 89 უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთან, გენშტაბის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგი გაცილებით მეტი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლების გამო, გართულებულია ზუსტი რაოდენობის დადგენა.