ძლიერი ქარის გამო, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი „ოპტიმალ მედიში“ გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმთაიმს“ კლინიკაში დაუდასტურეს.
შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებული მათთან 14:13 საათზე 112-მა შეიყვანა. 40 წლის ქალს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა.