ჟირინოვსკი გარდაიცვალა

ჟირინოვსკი გარდაიცვალარუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვლადიმერ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა”, -აღნიშნა ვოლოდინმა პალატის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატებმა ჟირინოვსკის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სხდომაზე შესვენება გამოაცხადეს.