1 ივნისიდან, იტალიაში შესასვლელად კოვიდ პასპორტის წარდგენა აღარაა საჭირო

1 ივნისიდან, იტალიაში შესასვლელად კოვიდ პასპორტის წარდგენა აღარაა საჭიროიტალიაში კოვიდ19-ის პანდემიის რეგულაციები უახლოეს დღეებში იწურება. კოვიდ პასპორტიდან, ნიღბებამდე და ვაქცინების ჩათვლით სავალდებულო წესები იცვლება.

ოთხშაბათიდან 1 ივნისიდან, იტალიაში შესასვლელად კოვიდ პასპორტის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური  მედია ავრცელებს.

აღარ იქნება საჭირო „მწვანე საშვის“ წარდგენა იტალიაში შესასვლელად. ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, რომელიც ძალაში 28 აპრილიდან 31 მაისამდე მოქმედებდა, დღეს იწურება.

მწვანე საშვი იტალიაში შესასვლელად – რომლის მიღებაც შეიძლებოდა ვაქცინაციის, სამკურნალო ან ტესტის უარყოფითი პასუხის საშუალებით არის ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა, რომელიც 1 ივნისიდან მოიხსნება.