11 წლის ბიჭი ფოთში ავარიაში დაიღუპა

11 წლის ბიჭი ფოთში ავარიაში დაიღუპაფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

შემთხვევა გურიის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 11 წლის მოზარდი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით მოათავსეს, მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.