31 მაისს მეტეორების წვიმაა მოსალოდნელი

31 მაისს მეტეორების წვიმაა მოსალოდნელიმეცნიერების პროგნოზით, 31 მაისს, ადრე დილით ცაში ძლიერი მეტეორული წვიმა იქნება, რომელიც დაახლოებით, წამში 72 კმ სიჩქარით იმოძრავებს და დაახლოებით, ერთ საათში 1.400 მეტეორი გაიფრენს.

წინასწარი პროგნოზით, იშვიათ წვიმას ადამიანები ცაზე თეთრი, მანათობელი ზოლების სახით იხილავენ, – ამ ინფორმაციას უცხოური სამეცნიერო ვებგვერდი აქვეყნებს.