მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს.
მომღერალმა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

