„ადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს, დღეს რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა – გიული ალასანია შვილზე“

„ადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს, დღეს რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა - გიული ალასანია შვილზე“დღეს, რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა – ასეთი შთაბეჭდილებით დატოვა გიული ალასანიამ ვივა მედის კლინიკა, სადაც მან დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ალასანიას შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა და ჩანს, რომ რეაბილიტაცია იმ კლინიკაში შეუძლებელია:

“ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ჩანს, რომ მისი რეაბილიტაცია აქ ვერ მოხდება. რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო, დაიწყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს. ციხეში რომ ვნახე ბოლოს იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება. დღეს, რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა.” თქვა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში დღეს დილით გადაიყვანეს.