სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (28.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3 პროცენტი), თევზეული (18.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5 პროცენტი).
ბიპიენი