“არ ვაპირებთ, შევწყვიტოთ კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილება”- ასე პასუხობს ,,ანტიკორუფციული მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციას “მორალური ზიანისთვის” დიდ ფულს სთხოვს.
ვასო ურუშაძის განცხადებით, ისინი კვლავ გააგრძელებენ არაფორმალური პირების მხილებას, მათ შორის ტრანსნაციონალურ დანაშაულებში.
როგორც ჩანს, სწორედ ეს ეწყინა და ეტკინა ბატონ მამაცაშვილს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ამ ქვეყანაში ტრანბსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთი მფარველია”- თქვა ურუშაძემ.
ლაშა ფარულავა “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტება მიმდინარეობს:
ბატონი უჩა მამაცაშვილი ცდილობს, რომ ალიბი შექმნას და საერთაშორისო გამოძიებას წარუდგინოს, რომ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები იყო ცრუ ინფორმაციოა და ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მისამართები და მტკიცებულებები, რომლებიც გადავეცით საერთაშორისო გამოძიებას და მათ დეტალური ინფორმაცია აქვთ, რა ხდება საქართველოში”- აცხადებს ფარულავა.
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ადვოკატი აიყვანა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოში უჩივის. ოლიგარქის ოჯახის წევრის პირველი სამიზნე ,,ანტიკორუფციული მოძრაობა” გახდა.
მამაცაშვილი ამტკიცებს, რომ მას მორალური ზიანი მიაყენეს და კომპენსაციის სახით საერთო ჯამში 150 000 ლარს ითხოვს.
საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომელიც ორგანიზაციამ გამოაშკარავა – მკვლევარები ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით არსებულ სქემაზე საუბრობდნენ, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უჩა მამაცაშვილი კოორდინირებულად თაღლითობენ.
ორგანიზაციამ კონკრეტული მისამართებიც დაასახელა, “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრები ადგილზეც მივიდნენ, პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცავებმა საპოლიციო მოქმედებები არ ჩაატარეს.
ტვ პირველი