ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე სოფიო ლილუაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ განაჩენს არ ელოდა. სოფიო ლილუაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ გამაგრდნენ.
„არ ველოდი, ძალიან რთულია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, როდესაც სკოლიდან გამოვლენ. გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება“,- ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.