აზერბაიჯანი – “სომხეთმა ცეცხლი გაგვიხსნა”

აზერბაიჯანი - "სომხეთმა ცეცხლი გაგვიხსნა"აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, აზერბაიჯანულმა მხარემ კი „ადეკვატური საპასუხო ზომები“ განახორციელა.

„ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლებაში სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის დასახლების მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები განახორციელეს,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგები არ განუცდია.

„ამ დროისთვის ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია, ოპერატიულ სიტუაციას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

იპნ