აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ახლობლები მთავარ არხთან ამბობენ, რომ ბიგვავა აზოვსტალში, ერთ-ერთი თავშესაფრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანას რუსეთი ბომბავს. იქ აზოვის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ გამაგრებულნი. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქარხნიდან სამოქალაქო პირები გამოიყვანეს, მაგრამ მებრძოლები ამ დრომდე იქ არიან.
აზოვის ბატალიონი დახმარებას ითხოვს. ამასთან, უკრაინა რუსეთს აზოვსტალში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების რუს ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.