,,ბოლო ზარი” მსხვერპლით დასრულდა.
ბორჯომში, ,,მწვანე მონასტრის” ტერიტორიაზე, მანქანა მდინარეში გადავარდა. მაშველებმა მანქანიდან ერთი გარდაცვლილი და დაშავებული მოსწავლეები ამოიყვანეს.
დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის სოფელ ლარების მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მაშველებმა მანქანიდან 2 მოსწავლე ამოიყვანეს.
ჯეო ჰოსპიტალის კლინიკი ხლმძღვანელმა კურიერს განიცხადა, რომ ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტელეკომპანია რიონი