ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენაბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შემთხვევა ბორჯომში  1 მაისს მოხდა. კონკრეტულად რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

„ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“,-  ამბობს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე.

სამხრეთის კარიბჭე