კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში დამპყრობლებმა ერთ-ერთ სახლში მომწამვლელი ნივთიერება – ვერცხლისწყალი დატოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
კოლბის რადიაციული ფონი, რომელშიც ნივთიერება იყო მოთავსებული, გაიზარდა. ასე რომ, არსებობს ვარაუდი, რომ იგი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან იყო ჩამოტანილი, ნათქვამია მოხალისე ბუჩის ფეისბუქ გვერდზე.
მათივე ინფორმაციით, ნივთიერება უკვე ამოღებულია და გადატანილია სხვა ადგილზე.
„…სახლში დაბრუნებულმა ბუჩას ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა, რომ ოკუპაციის დროს იქ რუსი დამპყრობლები იმყოფებოდნენ. ოპერატიულ ცხელ ხაზზე გამოძახებისას მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს ლაბორატორიული კოლბა გაუგებარი ნივთიერებით. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მომწამვლელი ნივთიერება – ვერცხლისწყალია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რატომ დატოვეს მტრებმა საწამლავი საცხოვრებელში, ჯერჯერობით უცნობია.