მსახიობმა პაატა გულიაშვილმა „კომედი ჯგუფი“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც ირკვევა გადაწყვეტილება, თელავში დღეს ჩატარებულ აქციას უკავშირდება, რომელიც ლევან ბერძენიშვილსი წინააღმდეგ გაიმართა.
„მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს…. არ ღირს ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი….. მე წავედი! p. s. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები “ – წერს პაატა გულიაშვილი.
ცნობისთვის, დღეს ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ კახეთში აქცია გაიმართა. საპროტესტო გამოსვლაზე მსახიობი პაატა გულიაშვილიც იმყოფებოდა.
მისი თქმით, ბერძენიშვილმა ენა უნდა დაიმოკლოს.
„ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ, კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავუდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმ