გერმანიის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქს ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ქალაქ პადერბორნის სამართალდამცავების თქმით, ტორნადომ შენობები დააზიანა, სახურავები ჩამოყარა და ნამსხვრევები კილომეტრების მანძილზეა მიმოფანტული.
მათი თქმით, ათ ადამიანს მძიმე დაზიანებები აქვს, ერთი ქალის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრება.
ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ ვიტგერტში, პადერბორნის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 180 კილომეტრში, სტიქიას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
იპნ